სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მუსიკა თეატრსა და კინოში,  თქვენ რომ თეატრის რეჟისორი იყოთ.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლემ გააცნობიეროს ურთიერთკავშირი  ხელოვნების მომიჯნავე დარგებს შორის.
გაეცნოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო მოღვაწეთა შემოქმედებით  პორტრეტებს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი შესაძლებლობებისა  და ინტერესების განვითარება, რეალიზება, გადაწყვეტილების  მიღება-იყოს შემოქმედი,  თავად შექმნას ღირებულებები და არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ არსებულით.

პროექტის მიზანი:  მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში,   საკლასო ღონისძიების/პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება.
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციების  მოძიება, ურთიერთანამშრომლობის უნარჩვევების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი-13 წლის. მე-7 კლასი

ვადები-5 დღე

მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებს თეორიულ მასალას,  ქმნის რესურს. მონაწილეობს წარმოდგენის დადგმაში, პროექტის წარდგენაში, შემოქმედებითად იყენებს დრამატული და მუსიკალური ხელოვნების გამომსახველობით ხერხებს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფოტოსურათები ,ვიდეომასალა.

პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები.

1. აქტივობა: თემის შერჩევა, საპროექტო ჯგუფის  ჩამოყალიბება

2. აქტივობა:პროექტის გეგმის შემუშავება, ჯგუფებში ფუნქციების განაწილება

3. აქტივობა: აქტივობების განხორციელება, პროდუქტის მომზადება.

4. აქტივობა: პრეზენტაცია-კლასის  წარმოდგენა/  სპექტაკლი

5. აქტივობა:  პროექტის შეფასება და მნიშვნელობა

საგნებთან კავშირი: ხელოვნება, ლიტერატურა, ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი: ირმა შენგელია.


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shengeliairma27@gmail.com

No comments:

Post a Comment